Sunday, November 17, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღვანდელი დღე ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე, თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ საკუთარი პრეზენტაცია. შევაფასეთ ნაშრომები და ერთამნეთს გავუზიარეთ რჩევევბი. P.S.დიდი მადლობა ქალბატონ შორენას, ასეთი დიდი შრომის გაწევისთვის.კიდევ ერთხელ გმადლობთ!

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიებზე. პასუხი გავეცით მთავარ კითხვას თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.

Saturday, November 9, 2013

მეექვსე მოდულის რეფლექსია

დღეს გავიხსენეთ წინა მოდულის მასალები. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა წარმატებებს. ასევე ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება. ძალიან საინტერესო დღე იყო.

ვიდეო განწყობისთვის

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა. მეხუთე მოდული მოიცავდა უკუკავშირის გაკეთებას და  კომენტარებს. ტრენინგის მონაწილეებმა კომენტარებით შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და გავუზიარეთ ერთმანეთს რჩევები.
ასევე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაზე. შევქმენით შეფასების რუბრიკა. რომელსაც ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი.

Sunday, November 3, 2013

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, თუ როგორ შექმნიდნენ მოსწავლეები სავარაუდოთ თავიანთ ნაშრომებს. როგორ გამოიყენებდნენ ინტერნეტს სურათებით და ვიდეობით  პრეზენტაციის გასამდიდრებლად.

მესამე მოდულის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ინტერნეტიდან  სურათების, აუდიო და ვიდეო მასალების მოძიებასა და შენახვაზე. რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. რადგან ინტერნეტში ძალიან მრავალფეროვანი მასალების მოძიებაა შესაძლებელი.
ასევე საინტერესო იყო პორტფოლიოს პრეზენტაციის უკუკავშირზე მუშაობა. ვისაუბრეთ ინტერნეტ გვერდების სანდოობაზე.

Saturday, November 2, 2013

მეორე მოდულის რეფლექსია

პირველი დღე .
დღე საკმაოდ დატვირთული იყო. ვიმუშავეთ სტანდარტებზე, მიზნებზე და მიმართულების მიმცემ კითხვებზე.

ზოგადი კითხვა
შეიძლება თუ არა ძირეული ცვლილებების მოხდენა ზოგადად რაიმეზე?
თემატური კითხვები
როგორ შევაჩეროთ უცხო ენის გავლენა საკუთარ ენაზე?
შინაარსობრივი კითხვები
როგორ გესახებათ მშობლიური ენის მომავალი?
განსაკუთრებით მომეწონა მიმართულების მიმცემი კითხვები, რადგან ამ კითხვების საშუალებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება პროექტზე მუშაობა.
მეორე დღე .
 დღეს გავიმეორეთ პირველი დღის მასალა. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და პორთფოლიოს პრეზენტაციაზე. საინტერესო იყო პრეზენტაციაზე მუშაობა, რადგან გავიუმჯობესე უნარები პრეზენტაციის შექმნის მხრივ. ვისწავლე გვერდის დიზაინის შექმნა.